Saturday, March 14, 2015

კურსის რეფლექსია

დღეს ტრენინგის  მეცხრე დღეა.ბოლოს და ბოლოს ქალბატონი ნათიას დიდი ძალისხმევით გავიგეთ რას ითხოვთ ჩვენგან,ამას ხომ ყველაფერს ჩვენ ცალკ-ცალკე ვაკეთებდით,ახლა თავი მოვუყარეთ ერთად და სახელებიც დავარქვით,თუმცა გულისტკივილიც უნდა ვთქვა,გამოიყენეთ თქვე დალოცვილებო ქართული სიტყვები და უფრო ადვილად გავიგებთ რას ითხოვთ ჩვენგან.ახლა კურსის შესახებ,ნამდვილად კმაყოფილი ვარ ამ ტ,რენინგის,პროექტით სწავლება გამომადგება სააწავლო პროცესში.მოსწავლეების დაინტერესება პროექტის  სწავლებით ძალზე  მნიშვნელოვანია.ამ ტრენინგზე ვისწავლე  საავტორო  უფლებების დაცვა,მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.იმედია მუშაობისას გამოვიყენებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას. დიდი მადლობა ასე რომ ზრუნავთ პედაგოგების ცოდნის ამაღლებაზე.შევქმენი პორტ ფოლიო.

Sunday, March 8, 2015

გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, მთავარია საკვანძო კითხვების  სწორად მოძებნა და დასმა.დაჯგუფება წყვილებით თუ როგორ გავაკეთოთ.როგორ გამოვიყენოთ დიფერენცირებული სწავლება სწავლებისას.

Saturday, March 7, 2015

დღეს ვისწავლეთ მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.შეფასების რუბრიკების შექმნა.მოსწავლეთა მობილიზება თვითშეფასებისთვის.

Tuesday, March 3, 2015

შეევისწავლეთ სავარაუდო ნაშრომების შეფასება.ატვირთვა სურათების,ძალიან ძნელია,ვეცდები ვისწავლო.

Sunday, March 1, 2015

მეხუთე დღის რეფლექსი

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და მშვიდი იყო.გავიხსენეთ შესწავლილი მასალა და ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა.გმადლობთ ქალბატონო ნათია.

Saturday, February 28, 2015

მეთხე დღის რეფლექსია

დღეს შევისწავლე თ დროში გაწერილი შეფასება.არ არის იოლი ამდენი უცხო სიტყვების გააზრება და დამახსოვრება.პატივცემულებო ქართული სიტყვები დაილია?

Sunday, February 22, 2015

მესამე დღის რეფლექსია



პროექტით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო  პროცესში მიზნის მისაღწევად. დღეს გავეცანი პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვების სწორად დასმას.კითხვების დასმა სწორად დამეხმარება სტანდარტებზე გათვლილი მიზნის მიღწევაში.